„სიონი“ ბოლნისი - „ფლამურტარი“ ვლორა
3 ივლისი, თბილისი, „მიხეილ მესხი“, 21:00, პირდაპირი ტრანსილაცია საზოგადპებრივი მაუწყებლის პირველი არხით.ხვალ, 3 ივლისს, საკმაოდ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, ბოლნისის „სიონი“ ევრო ასპრეზსს უბრუნდება. როგორც მოგეხსენებათ, ბოლნისელებმა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავეს და ასე მოიპოვეს ევროპა ლიგის საკვალიფიაკციო ეტაპზე მონაწილეობის უფლება.
„ტურნოვო“ ტურნოვო - „ჩიხურა“ საჩხერე
3 ივლისი, სკოპიე, „ფილიპ II მაკედონიელის ეროვნული სტადიონი“, 20:00
ხვალვე ჩაერთვება გათამაშებაში საჩხერის „ჩიხურაც“. ზემო იმერლებმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარეს თურქეთში და ევრო ასპრაზესს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. მათი ორი ტესტ-მატჩი გამართეს და ორივე ბაქოს „ნეფთჩის“ წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა ფრუიძის შეგირდებმა 3-2 მოიგეს, მეორე შეხვედრა კი, საყაიმო ანგარიშით, 1-1, დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საჩხერლები ზედიზედ მეორე წელია ჩვენი ქვეყნის სახელს წარმოადგენენ ევროპულ ასპარეზზე, რაც პატარა ქართული კლუბისთვის საკმაოდ დიდი წარმატებაა.
No comments:
Post a Comment