დინამო არენაზე გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო მოსკოვი შეხვდნენ ფრედ – 1:1 დასრულდა. მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და სახიფათო მომენტები როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა.
ანგარიში დაპირისპირების მესამე წუთზე გაიხსნა, გოლი სტუმართა ფეხბურთელმა – ვლადიმირ სობოლევმა გაიტანა. ჩვენმა ფეხბურთელებმა წონასწორობა შევედრის 75–ე წუთზე აღადგინეს, გოლი ჩისკომ გაიტანა.
დინამო თბილისი 1:1 დინამო მოსკოვი
გოლები: 0:1 სობოლევი 3, 1:1 ჩისკო 75’
დინამო თბილისი: ლორია, ძარია, ხმალაძე, კვარაცხელია (შაშიაშვილი 80’), სეთურიძე, მერებაშვილი (ლექვთაძე 65’), ჩისკო (ხოჭოლავა 88’), დვალი (გრიგალაშვილი 58’), უსტარიცი, გრაიციარი (პაპავა 73), კვირკველია (გლიშიჩი 69’)
დინამო მოსკოვი: შუნინი, ფერნანდესი, ეპურიანუ, უილშირი (შიტოვი 46’) (ჩიჩერინი 88’), ლომიჩი, იუსუპოვი (ფლორესკუ 46’), ნობოა (ზობნინი 74’), სობოლევი (გატაგოვი 46’), ვორონინი (ჯუჯაკი 75’), სმოლოვი (პანიუკოვი 79’), სოლომატინი (ტაშაევი 60’)
გაფრთხილება: შაშიაშვილი – სმოლოვი, გატაგოვი, ტაშაევი, ფლორესკუ, ზობნინი, ფერნანდესი
No comments:
Post a Comment