ზესტაფონი შახტართან ძლიერ ბრძოლაში 3 - 4 დამარცხდა.
გოლების ავტორები არიან:
Luiz Adriano '5
გიორგი კუხიანიძე '54 (პენ)
Olexandr Gadkyy '56 (პენ) '82
მიხეილ სარდიშვილი '77
თედორე გრიგალაშვილი '83
Alex Teixeira '89
Georgian Football - ქართული ფეხბურთი
ახალი ამბები,ლიგის და თასის სტატისტიკები,გამოკითხვები,სხვადასხვა პოსტები,მატჩის დეტალები.
Wednesday, July 2, 2014
ევრო ასპარეზი იწყება
„სიონი“ ბოლნისი - „ფლამურტარი“ ვლორა
3 ივლისი, თბილისი, „მიხეილ მესხი“, 21:00, პირდაპირი ტრანსილაცია საზოგადპებრივი მაუწყებლის პირველი არხით.ხვალ, 3 ივლისს, საკმაოდ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, ბოლნისის „სიონი“ ევრო ასპრეზსს უბრუნდება. როგორც მოგეხსენებათ, ბოლნისელებმა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავეს და ასე მოიპოვეს ევროპა ლიგის საკვალიფიაკციო ეტაპზე მონაწილეობის უფლება.
„ტურნოვო“ ტურნოვო - „ჩიხურა“ საჩხერე
3 ივლისი, სკოპიე, „ფილიპ II მაკედონიელის ეროვნული სტადიონი“, 20:00
ხვალვე ჩაერთვება გათამაშებაში საჩხერის „ჩიხურაც“. ზემო იმერლებმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარეს თურქეთში და ევრო ასპრაზესს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. მათი ორი ტესტ-მატჩი გამართეს და ორივე ბაქოს „ნეფთჩის“ წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა ფრუიძის შეგირდებმა 3-2 მოიგეს, მეორე შეხვედრა კი, საყაიმო ანგარიშით, 1-1, დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საჩხერლები ზედიზედ მეორე წელია ჩვენი ქვეყნის სახელს წარმოადგენენ ევროპულ ასპარეზზე, რაც პატარა ქართული კლუბისთვის საკმაოდ დიდი წარმატებაა.
Monday, July 22, 2013
19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება მე-9 არხმა შეიძინა
9 წლამდე ფეხბურთელთა შორის უეფას 2013 წლის ევროპის ჩემიონატის შეხვედრების ტელერეპორტაჟს საქართველოში ტელეკომპანია მეცხრე არხი უზრუნველყოფს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ლიტვაში ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას ჩაატარებს.
20 ივლისი - საფრანგეთი-საქართველო 20.00
23 ივლისი – სერბეთი-საქართველო 19.30
26 ივლისი – საქართველო – თურქეთი 17.30
ტელეკომპანია მეცხრე არხი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ჯგუფური ეტაპის მხოლოდ ორ შეხვედრას გადასცემს.სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის სატელვიზიო უფლებების მფლობელი EUROSPORT – თურქეთისა და საქართველოს მატჩის ტრანსლაციას არ გეგმავს.
ტელეკომპანია მეცხრე არხი 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა მონაწილეობით პირდაპირ ეთერში სულ ხუთი შეხვედრის რეპორტაჟს გეგმავს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მონაწილეობით გასამართი ორი მატჩის გარდა, ქართველი მაყურებელი ნახევარფინალური ეტაპის ორ შეხვედრას და ფინალურ დაპირისპირებასაც იხილავს.
სფფ-ის პრესსამსახური
დინამო ფარერებზე გაემგზავრა
დღეს, დილის ცხრა საათზე დინამო თბილისი ჩარტერული რეისით ფარერის კუნძულებზე გაემგზავრა. ჩვენი გუნდი ტორსჰავნში სასტუმრო Hotel Føroyar–ში დაბინავდება. დინამოელები დღეს საღამოს მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. 23 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ებ/სტრეიმურის წინააღმდეგ გამართავენ.
წყარო:FCDINAMO.GE
Tuesday, July 9, 2013
„ტორპედო“ სლოვაკეთშია და დამდეგი მატჩისთვის ემზადება
თბილისი-ვენის რეისით ქუთაისის „ტორპედომ“ სლოვაკეთამდე ავტობუსით იმგზავრა და დანიშნულების ადგილზე დაბინავდა.
ქუთაისურმა გუნდმა ქალაქ ჟილინაში უკვე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა და აგრძელებს მზადებას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის, რომელსაც 11 ივლისს, „პოდ დუბნომის“ 11 000-იან სტადიონზე მასპინძელ ს/კ „ჟილინასთან“ გამართავს.
წყარო:http://fctorpedo.ge
პეტერ გრაიციარს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა
მერაბ ვარძუკაშვილი - წინასწარი მონაცემებით პეტერ გრაიციარს მუხლის იოგოვანი აპარატის ნაწილობრივი დაზიანება აღენიშნება. დაზუსტებული დიაგნოზი დეტალური კვლევების დასრულების შემდეგ 3-4 დღეში გახდება ცნობილი.
Monday, July 8, 2013
მხოლოდ გულში!!
"დინამო არენაზე" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ინტერნეტში ჩვენთვის უსიამოვნო ფოტო გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. თამაში საინტერესო გამოდგა - იყო გოლები, მომენტები, უშეღავათო ბრძოლა მოედანზე...
თუმცა იყო უსიამოვნო ეპიზოდებიც.
შეხვედრის დროს ქართველ ქომაგთა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა, რუსი ფანების საქციელიდან გამომდინარე, რომლებმაც ტრიბუნაზე რუსეთის იმპერიალისტური დროშა გამოფინეს.
ფოტოზე ჩანს, რომ სკამზე თავიდან ქართველი გულშემატკივრების ფლაერი იყო დაწებებული, რომელზეც ეწერა: ABKHAZIA & SAMACHABLO IS GEORGIA ("აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"). ზედ რუსული წარწერიანი ფლაერია გადაკრული - ვფიქრობთ, კომენტარი ჩვენგან ზედმეტია.
წყარო:ambebi.ge
ირინა შეიკი "დინამო არენაზე" უხერხულ პოზაში დააფიქსირეს
ფოტოები:




7 ივლისს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩს პორტუგალიისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო დაესწრო.
კრიშტიანო რონალდომ თამაშს თავის მეგობარ გოგონასთან, ირინა შეიკთან ერთად უყურა.
ფოტორეპორტიორების ყურადღება ფეხბურთელის მოდელმა შეყვარებულმა უმალვე მიიპყრო. მოდელს მოკლე ზედატანი და ღრმად შეხსნილი ქვედაბოლო ეცვა.
ქვედაბოლომ რუს მოდელს სკამზე დაჯდომისას უხერხულობა შეუქმნა: მას დაჯდომაში ოთხი მამაკაცი ეხმარებოდა. შეიკი სკამზე გადაბიჯებას ცდილობდა, როდესაც ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
"დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
რონალდოს გარდა, მატჩს ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე დაესწრნენ.
წყარო:ambebi.ge
7 ივლისს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩს პორტუგალიისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო დაესწრო.
კრიშტიანო რონალდომ თამაშს თავის მეგობარ გოგონასთან, ირინა შეიკთან ერთად უყურა.
ფოტორეპორტიორების ყურადღება ფეხბურთელის მოდელმა შეყვარებულმა უმალვე მიიპყრო. მოდელს მოკლე ზედატანი და ღრმად შეხსნილი ქვედაბოლო ეცვა.
ქვედაბოლომ რუს მოდელს სკამზე დაჯდომისას უხერხულობა შეუქმნა: მას დაჯდომაში ოთხი მამაკაცი ეხმარებოდა. შეიკი სკამზე გადაბიჯებას ცდილობდა, როდესაც ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
"დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
რონალდოს გარდა, მატჩს ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე დაესწრნენ.
წყარო:ambebi.ge
ვასილ მაისურაძემ ნაკრები შეკრიბა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ვასილ მაისურაძემ 1995 წელს დაბადებულთა ნაკრები კვლავ შეკრიბა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ამ ნაკრებს ასაკიდან გამომდინარე პაუზა ჰქონდა, ვინაიდან უეფას ოფიციალური ტურნირები აღარ უწევდა.
შემოდგომიდან კი, მაისურაძის გუნდი უკვე 19-წლამდე ნაკრების რანგში ევროშესარჩევს დაიწყებს.
ამჯერად, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეკრიბა, რადგან ფეხბურთელების დიდი ნაწილი თავის კლუბებთან ერთად შეკრებაზეა; რამდენიმე კი, გია ცეცაძის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობაშია და ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.
ნაკრები სასტუმრო „პრესტიჟში“ ცხოვრობს და ყოველდღიურ ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ატარებს. ვასილ მაისურაძის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია, რომელთაგან ბევრია ახალი სახე და ნაკრების მწვრთნელი მათ ამხანაგურ ტურნირებში გამოცდის.
მეკარეები: ნიკა შერმადინი („დინამო“ თბილისი), ალექსანდრე ადამია („გაგრა“), ოთო გოშაძე („საბურთალო“)
მცველები: ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, ბექა მელიქიძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ჯემალ ტაბიძე („საბურთალო“), ნიკა ჩხეიძე („კალმარი“, შვედეთი), ცოტნე ქებურია, ალეკო ჩაკვეტაძე (ორივე „ჩიხურა“)
ნახევარმცველები: გიორგი თევზაძე („საბურთალო“), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, არჩილ მესხი, თორნიკე მაჭავარიანი (ყველა „დინამო“ თბილისი), ლუკა კიკაბიძე („ტორპედო“, ქუთაისი), თენგიზ წიქარიძე („დილა“, გორი), ლევან შენგელია, ლაშა ქოჩლაძე (ორივე „ჩიხურა“)
თავდამსხმელები: ვანო წილოსანი („დინამო“ თბილისი), დავით მაკარაძე („ვიგრი სუვალკი“, პოლონეთი), ილია კერძევაძე („ჩიხურა“), დავით დარციმელია (უგუნდოდ)
5 ივლისს, გამთენიას, ნაკრები ბელარუსში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 7 ივლისს, ჩვენი გუნდიისრაელის ნაკრებს ეთამაშება; 9 ივლისს კი, ჩვენი ფეხბურთელები უკვე მასპინძელთა ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს და სამშობლოში იმავე საღამოს დაბრუნდებიან.
სფფ-ის პრესსამსახური
Subscribe to:
Posts (Atom)